ჩვენ შესახებ

რესტორანი – “მაყაშვილებთან” გაიხსნა 2021 წლის 15 აპრილს. ეს არის საოჯახო ტიპის ქართული რესტორანი. წარსულში ამ ადგილას იყო მაყაშვილებისა და ერისთავების სახლი, შემდეგ კი, ჩვენი ოჯახის სურვილითა და ცნობილი დიზაინერის, გუგა კოტეტიშვილის, დახმარებით გადაკეთდა რესტორნად.

ამ სახლში თითქმის ყველა ნივთი, ავეჯი, თუ ნახატი ეკუთვნის ჩვენს ოჯახს, როგორც თავად გუგა კოტეტიშვილი ამბობს, მან მხოლოდ “მოაწესრიგა” ჩვენი სახლი.

ჩვენი მენიუს კონცეფცია ეფუძნება ქართულ საწყისებს და წარმოდგენილია გათანამედროვებული სახით.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ჩვენ – მაყაშვილები – სრულად ჩართულები ვართ ამ საქმიანობაში და სტუმართან პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს.

ასევე, საკმაოდ საინტერესოა იმ ნივთების ისტორია, რომელიც დაგხვდებათ ჩვენს რესტორანში.

ერთ მზიან დღეს, ჩერქეზიშვილებს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა, გადაღლილსა და დასიცხულს წყალი მოუთხოვია, შეუძლოდ გამხდარა და მოსასვენებლად სწორედ ამ სავარძელში დაუსვამთ.

ეს საათიც, გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი და დახვეწილია, ისტორიულია. ბებიაჩვენი მას ჩვენი სახლის მთავარ თილისმად მიიჩნევდა და ოჯახურ სიმშვიდესა თუ ჰარმონიას სწორედ მას მიაწერდა.

იყო დრო, როდესაც მისი გაყიდვის საჭიროება დადგა ოჯახში, ბაბუაჩვენი – რევაზ მაყაშვილი – შეუძლოდ იყო და მისი მკურნალობის ხარჯები სწორედ ამ საათის გაყიდვით უნდა დაგვეფარა.

ბებიაჩვენმა კატეგორიული უარი განაცხადა ამაზე და მართლაც, რამდენიმე ხანში რეზო ბაბუ კარგად გახდა, ბებიაჩვენის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და, ცხადია, მის გამოჯანმრთელება სწორედ ამ საათს დაუკავშირა.

ახლა აღარცერთი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ეს საათი მაინც უძრავად დგას ჩვენს რესტორანში და ჩვენს წარმატებას ხუმრობით მასაც ვუკავშირებთ ხოლმე.

ჩვენს ერთ-ერთ გამორჩეულ ოთახში, ფიქრებში გართული გემრიელ კერძებს რომ შეექცევით, თვალი თუ გაგექცათ და შემთხვევით ზემოთ აიხედეთ, ამ საოცარ ბიაზს დაინახავთ, რომელიც თავად გუგა კოტეტიშვილმა მოიტანა ერთ-ერთი ძველი სახლიდან.

იყო დრო საკმაოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ მასში, მაგრამ არ გაყიდა, ალბათ, სწორედ ჩვენთვის, მაყაშვილებისთვის ამზადებდა, ამ ჭერს ხომ სულ სხვა ხიბლი და პეწი აქვს სწორედ ამ ბიაზის გამო.

ნეტა, იცოდეთ კიდევ რამდენი გვაქვს თქვენთვის მოსაყოლი, მაგრამ აქ არა. დანარჩენი ადგილზე, ჩვენთან – “მაყაშვილებთან”…